• თბილისი
  • 11°C
  • 22 თებერვალი, 2019
article

ვაკეში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს

ცოტა ხნის წინ ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ადამიანი დაჭრეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თეგები :