• თბილისი
  • 14°C
  • 20 მარტი, 2019
article

სოფელ ზემო თელეთში შვილმა დედა დაჭრა

სოფელ ზემო თელეთში, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, შვილმა დედას სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

ჭრილობიდან გამომდინარე, ექიმები ვარაუდობენ, რომ ბასრი საგანია გამოყენებული. პაციენტი ამჟამად პოსტოპერაციული მეთვალყურეობის ქვეშ, რეანიმაციულ განყოფილებაშია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

თეგები :

×