• თბილისი
  • 14°C
  • 20 მარტი, 2019
article

გლდანში 30 წლამდე მამაკაცმა არასრულწლოვანი გოგონების გატაცება და მათზე ძალადობა სცადა

გლდანში გვიან ღამით მე-7 მიკრორაიონში საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. მოსახლეობამ სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახა, რაც არასრულწლოვან გოგონებზე ძალადობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

სავარაუდოდ, 30 წლამდე მამაკაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა რამდენჯერმე სცადა.  

ამოღებულია ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევის დროს სავარაუდო დამნაშავემ მაღაზიაში მარტო ჩასული 7 წლამდე გოგონა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეიტყუა და მასზე ძალადობა სცადა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

„30 წლამდე იყო ბიჭი. შევედი, შემომყვა, პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა. დავიყვირე, დედა, მიშველე-თქო, თან ამ ბიჭს დავარტყი,“- განაცხადა ერთ-ერთმა გოგონამ.


თეგები :

×