• თბილისი
  • 14°C
  • 21 მარტი, 2019
article

თბილისში სავაჭრო ჯიხური გაძარცვეს

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ჯიხური გაძარცვეს.

ჯიხურში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა, გამყიდველმა ქალმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია და მათ შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.

მამაკაცმა დანის მუქარით 55 ლარის წაღება შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

სამართალდამცველებს დამნაშავე, ჯერჯერობით, არ დაუკავებიათ.

თეგები :

×