• თბილისი
  • 9°C
  • 22 ნოემბერი, 2018
article

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე „კურიერმა“ კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე „კურიერმა“ კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება.

გაშიფრულია სქემა, თუ როგორ ახორციელებს რეკეტს ხელისუფლება სიგარეტის ბაზრის მოთამაშეებზე და როგორ მიდის თანხა „ქართული ოცნების“ სალაროში.

აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.

„თბილისის თამბაქოს“ დირექტორი, ლექსო ანდრიაძე ესაუბრება „ომეგას“ მენეჯმენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სადაც ამბობს, რომ ყველა გაყიდული კოლოფიდან თანხა პარტიის ფონდებში მიდის.

თეგები :