• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

ქალი, რომელიც წუხელ ვარკეთილში გაიტაცეს, საავადმყოფოშია გადაყვანილი

ქალი, რომელიც წუხელ ვარკეთილში გაიტაცეს, საავადმყოფოშია გადაყვანილი, - ამის შესახებ PRESA.GE-ს სანდო წყარომ განუცხადა.

„ვარკეთილიდან რომ წაიყვანა, გზაში არ ვიცი რა მოხდა, დიდუბის მეტროსთან ჩამოუგდია, შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მგონი დაზიანებები ჰქონდა და მაგიტომ“, - აღნიშნა ჩვენმა წყარომ. 

შეგახსენებთ, წუხელ ღამით ვარკეთილში სროლის შედეგად 41 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაიჭრა. დაჭრილი 48 წლამდე მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ - ნათქვამია განცხადებაში.



თეგები :