• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

სმითების მკვლელობაში ბრალდებული მზად არის FBI-ის ჩვენება მისცეს

სმითების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მზად არის FBI-ის დეტალური ჩვენება მისცეს. 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობა არ ჩაუდენია.

კობაური ირწმუნება, რომ სმითების ოჯახის წევრები ორმა უცხო პირმა მოკლა, რომლებიც ხადას ხეობაში შავი მანქანით გადაადგილდებოდნენ.

მალხაზ კობაურის თქმით, ის მკვლელობის არა ჩამდენი, არამედ შემსწრეა, თუმცა, ორი უცხო კაცი მას დასმენის შემთხვევაში ოჯახის წევრების მკვლელობით დაემუქრა. რადიკალურად განსხვავებულია ხადის ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

მათი მკვლელობის ბრალდებით მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწრი პატიმრობა  შეეფარდა.

თეგები :