• თბილისი
  • 4°C
  • 17 დეკემბერი, 2018
article

ექსპერტის დასკვნა იყო კატეგორიული - ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, ექსპერტის დასკვნა, რომელიც საქმეშია, კატეგორიულია.

მისივე განმარტებით, დღეს სასამართლოზე დაკითხულმა მოწმეებმა მნიშვნელოვანი ჩვენებები მისცეს.

"დაკითხული იქნა ბრალდების მხარის მოწმეები. დაიკითხა გარდაცვლილის არასრულწლოვანი და, ე.ნ., ასევე მისი და ბრალდებულის მეგობრები და ოდოროლოგი ექსპერტი.

ექსპერტის დასკვნა იყო კატეგორიული, რაც შეეხება მოწმეებს, რომლებმაც სასამართლო განხილვისას მისცეს ჩვენებები, მნიშვნელოვანი ხასიათის იყო, რომლიც საქმის გარემოებების უტყუარად დადგენას შეუწყობს ხელს", - აცხადებს ბიბილაშვილი.

დღესა ასევე დაიკითხა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე, ორი მოწმე, რომლებიც ბრალდებულის მეგობრები არიან. შემდეგ პროცესზე დაიკითხება პიროვნება, რომელსაც ამ მასალის გავრცელებით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

თეგები :