• თბილისი
  • 8°C
  • 11 დეკემბერი, 2019
article

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის სოფელ განმუხურიდან 2 ადამიანი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის სოფელ განმუხურიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. 

60 წლის ემილ გოგოხია და ზამირ მიქავა ოკუპანტებმა იარაღის მუქარით ოკუპაციის ხაზთან ცხენის ძებნის დროს დააკავეს.

ერთ-ერთი გატაცებული სოფელ განმუხურის რწმუნებულის მოადგილის მამაა. 

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა გატაცებულები ჯერ ჭუბურხინში გადაიყვანეს, ამ წუთებში კი ისინი გალში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ.

რუსმა ოკუპანტებმა გატაცებულების ტელეფონით მათ ოჯახის წევრებს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ისინი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

თეგები :