• თბილისი
  • 12°C
  • 19 მარტი, 2019
article

სასწრაფოდ: გია ცერცვაძეს გაათავისუფლებენ

ქართული ლეგიონის ხელმღვანელის, მამუკა მამულაშვილის, განცხადებით, ამ ეტაპზე მზადდება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პროკურორს გადაეგზავნება. ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ გია ცერცვაძე უკრაინის მხარეს იბრძოდა.

"დღეს დილიდან რამდენჯერმე დავეკონტაქტე უკრაინის პროკურატურას. მათ უნდოდათ ერთადერთი იმის დადასტურება, რომ ცერცვაძე იბრძოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. მე ეს სიტყვიერად დავადასტურე და შემდეგ მთხოვა წერილი გამეკეთებინა ლეგიონის სახელით, რომ ეს ადამიანი იბრძოდა უკრაინის მხარეს. ეს წერილი მზადდება და პროკურორს დღესვე გადაეცემა. მისი სიტყვვებით სასამართლოს მერე ცერცვაძეს გაათავისუფლებენ"- აცხადებს მამუკა მამულაშვილი.

მისთვის გაუგებარია, რატომ გაუშვეს გია ცერცვაძე საზღვარზე მაშინ, როცა ქართული მხარე ინფორმირებული იყო ინტერპოლის წითელი ცირკულარით მისი ძებნის თაობაზე.

თეგები :

×