• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

ჰაერის დაბინძურების წყაროს, ყვითელ ავტობუსებს მერია ჩაანაცვლებს

თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკას გადახედავს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში ადასტურებენ. 

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებულია. პოლიტიკის გადახედვის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ყვითელი ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების გამონაბოლქვი ჰაერს აბინძურებს.

რამდენიმე დღის წინ, ამ თემაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა. კალაძის მტკიცებით, ძველი ავტომობილები, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები ეკოლოგიას სერიოზულ პრობლემას უქმნის და აუცილებელია, განხორციელდეს ცვლილებები.

როგორც ტრანსპორტის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, ყვითელი ავტობუსები ეტაპობრივად ჩანაცვლდება და ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოიფხვრება. უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ შეიძენენ ახალ ავტობუსებს და ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის გამონაბოლქვის საკითხი აღარ იდგება. 

თეგები :