• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

იან გილანის ისტორიული ვიზიტი

1990 წელს, "ფარფლებიდან" მეორედ წამოსვლის შემდეგ, იან გილანმა გამოუშვა სოლო ალბომი, რომელიც არნახულად პოპულარული გახდა მთელს ევროპაში და მათ შორის საბჭოთა კავშირში.

ამიტომ გილანმა გადაწყვიტა რომ წამოეწყო ტურნე ევროპასა და საბჭოთა კავშირში. ტურნეს ძალიან დიდი პოპულარობა მოჰყვა. მოსკოვის ათეულათასიანი სახელმწიფო სტადიონი ზედიზედ 5-ჯერ გაივსო. ამ ტურნეს ფარგლებში იან გილანი და მისი ინსტრუმენტალური ბენდი 1990 წელს ჩამოვიდნენ  თბილისში. სპორტის სასახლეში გამართეს 5 კონცერტი 23, 24, 25, 26 და 27 მაისს.

გილანს ასეთი ტრადიცია ჰქონდა, რომელ ქალაქშიც ჩავიდოდა და ის ქალაქი მოეწონებოდა, ყველგან იწერდა ჯვარს. სულ 3-4 ჯერ აქვს ჯვარი დაწერილი, ერთ-ერთი კი სვეტიცხოველში. ამის ამსახველი ფოტოკადრები საბედნიეროდ შემოგვრჩა

იმ კონცერტის კადრები, რომელზეც ასახული მისი ჩატარებული კონცერტი თბილისში , დაიკარგა არეულობის დროს. ეს კადრი კი პირველი არხის არქივშია ნაპოვნი იმ ჩანაწერებში, რომელიც განადგურებას ექვემდებარებოდა.


თეგები :