[სოსო ცისკარიშვილი, ვლადიმერ პაპავა, ირაკლი სესიაშვილი, შალვა ფიჩხაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, გიორგი ხუციშვილი, გია ხუხაშვილი.]გზავნილი პირველი - მიზეზები. 2009 წლის 9 აპრილს თბილისში დაწყებული ხანგრძლივი, მასშტაბური საპროტესტო აქციები,რომელთა მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ წარმოაჩენს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არსებულ უფსკრულს. ასეთი დაპირისპირების საფუძველს, საზოგადოების დიდი ნაწილის ხედვით, წარმოადგენს უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომათა და ჩადენილ დანაშაულებათა რიგი, რომელმაც, სამწუხაროდ, ქვეყანაში დაამკვიდრა: 1. შეუზღუდავი ერთპიროვნული ძალაუფლების გამოყენების პრაქტიკა; ყოველივე ზემოთქმულმა გამოიწვია სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების დღევანდელი ტრაგიკული რეალობა, რომელშიც: - ადამიანი, როგორც სახელმწიფოს მთავარი ფასეულობა, არ არის მიჩნეული პრიორიტეტულად. ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაუცველობა იქცა საზოგადოების ხელისუფლებასთან მუდმივი დაპირისპირების მიზეზად. - ხელისუფლების მიერ საზოგადოებაში მილიტარისტული ცნობიერების და ქართული ჯარის უძლეველობის მითის დამკვიდრების მცდელობა დასრულდა იმავე ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის ადვილად პროგნოზირებადი უუნარობით; საზოგადოება დათრგუნულია 2008 წლის აგვისტოში განცდილი ელვისებური სამხედრო-პოლიტიკური მარცხით, ასეულობით თანამემამულის დაღუპვით, ათეულ ათასობით ახალი დევნილის მძიმე ხვედრით, ქვეყნის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების ოკუპაციით, ხელისუფლების მიერ ამ მოვლენათა არაადეკვატური შეფასებებითა და ყალბი ოპტიმიზმით; კატასტროფულად დაეცა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ავტორიტეტი; ხელისუფლება იქცა შემაფერხებელ ფაქტორად ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებთან სამშვიდობო დიალოგის ინიცირებისა და წარმართვისათვის; ხელისუფლებას დღემდე არ შეუთავაზებია რაიმე გზავნილი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რათა დაერწმუნებინა, რომ ბრძოლა “წესების გარშე” საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, აღარ არის მისი მთავარი მიზანი. საკმარისია თუ არა ჩამოთვლილი მიზეზები საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისთვის? ამ კითხვაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხის არგუმენტაციაში ხელშეწყობისთვის, უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ჩვენ ხედვას იმ რეალური და პოტენციური საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა: |