Presa.ge

ევროკავშირის მისიას ყველგან თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს

[სააგანტო France-Presse]
”ევროკავშირის მისიის ჩამოსვლას საქართველოში ის მიზანი უდევს საფუძვლად, რომ შეძლებს თავისუფლად გადაადგილდეს ყველგან, - აცხადებს ოთხშაბათს ჰავიერ სოლანა,- მიუხედავად სადავო რეგიონებში რუსეთის მხრიდან მათი განთავსების წინააღმდეგობისა”.

სოლანა ამბობს, რომ საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს არ განუხილავთ,შეძლებს თუ არა 200 დამკვირვებლისგან შემდგარი მისია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლას.

”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ”იმ სულისკვეთებით ჩამოდის, რომ მან შეძლოს ყველგან შესვლა, მათ შორის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც მოსკოვმა აღიარა”, - ამბობს სოლანა.

თუმცა, მან ევროპარლამენტის წევრებს განუცხადა, რომ თავდაპირველად მისია ორშაბათს ”ხელმოწერილი შეთანხმებით” გათვალისწინებულ ტერიტორიებზე აპირებს განთავსებას, ანუ არასადავო ქართულ ტერიტორიებზე შესვლა 1-ლი ოქტომბრიდან, რომელიც რუსმა სამხედროებმა 10 ოქტომბრამდე უნდა დატოვონ.

რუსეთი ამბობს, რომ ის თავის სამხედროებს დატოვებს ორ სეპარატისტულ რეგიონში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ”დამატებითი საერთაშორისო დამკვირვებლები ზუსტად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ირგვლივ განთავსდებიან და არა რესპუბლიკების ტერიტორიებში”.

ექსპერტები საუბრობენ ამ გაურკვევლობაზე, როგორც შეთანხმების ყველაზე მთავარ სისუსტეზე, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაამყაროს რუსეთის გავლენა რეგიონებზე, თუკი იქ დამკვირვებლები არ შევლენ .

მაგრამ სოლანა ამბობს: ”მისიის შესვლა მთავარია, რადგან სამხედროების გაყვანა სხვა რამესთან კი არა, სწორედ ევროკავშირის შესვლასთანაა დაკავშირებული”. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ დამკვირვებლები ბოლსოდაბოლოს ამ ორ რეგიონშიც შევლენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ორი მანდატის მისია - გაეროსა და ეუთოსი - არ უნდა შეიცვალოს.

სოლანამ განაცხადა, რომ 15 ოქტომბერს გაეროს მისიის შეფასებისას ”ვაპირებთ, გადავხედოთ, რამდენად იქნება შესაძლებელი მისიის გაგრძელება და მისი შესვლა არა მარტო აფხაზეთში, არამედ სამხრეთ ოსეთშიც”.

სოლანა აღიარებს, რომ ამის მიღწევა ”ძალიან რთული იქნება” გაეროს უშიშიროების საბჭოზე, სადაც რუსეთს ვეტოს უფლება აქვს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3906
23:22 10.09.2008