12 მაისს სასტუმრო ქორთიად მარიოტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ცენტარლურ საარჩევნო კომისიას, UNDP-ისა და IFES-ის წარმომადგენლებს შორის.სამუშაო შეხვედრაზე განიხილებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგის პირველი ეტაპის შედეგები, რომელიც შეეხებოდა: საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთათვის ჩატარებულ ტრენინგებს, მათთვის შექმნილ სახელმძღვანელოებს, კენჭისყრის დღის ინსტრუქციებს, კენჭისყრის პროცედურებს; კენჭისყრის დღეს საუბნო, საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიებში ხმების დათვლის პროცესს, წინასწარი შედეგების გამოქვეყნებასა და საბოლოო შედეგების კონსოლიდაციასა და საჩივრების განხილვას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს 12 მაისს სასტუმრო ქორთიად მარიოტში ცენტარლური საარჩევნო კომისიის, UNDP-ისა და IFES-ის წარმომადგენლების ინიციატივით ხელი მოეწერა საარჩევნო კომისიის წევრების ქცევის კოდექსს, კოდექსი კომისიის წევრების ქცევის წესებსა და მათ უფლებამოვალეობებს განსაზღვრავს: ცესკოს 13 წევრმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც მათ ავალდებულებს მოვალეობის შესრულებისას იყვნენ მიუკერძოებლები და ნეიტრალურები, დროულად და ზუსტად შეასრულონ მათი მოვალეობები და დაიცვან ამომრჩეველთა უფლებები. ანალოგიურ დოკუმენტზე ხელი მოწერილი აქვთ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსაც. |