[ანნა მანია]- ამ ხელისუფლების მიერ დახურული თემის ხელახალი გადახედვა გვიწევს. რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა ხომ ისევ და ისევ ჩვენს ინტერესებშია?! სააკაშვილის ხელისუფლებამ ტანკებით და ხალხის ამოჟლეტვით არაეთიკური, ამასთან ერთად, ყოვლად გაუმართლებელი ნაბიჯი გადადგა. ხისტი პოლიტიკით კონფლიქტების გაყინვას შეუწყო ხელი. დღეს, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება პოლიტიკური პარტიის, ან სუბიექტის დახმარებაზე თქვას უარი, - აცხადებს კონსერვატორი კახა კუკავა. კახა, საკოორდინაციო საბჭოს არსი რას მოიცავს? ამას გარდა, რუსეთში ვოიაჟის ფარგლებში გაჩნდა ინიციატივა ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ჯგუფების ჩამოყალიბებაზე. ვისი ეგიდით გაიმართება შეხვედრები, ანუ შუამავლობას ვინ გაგიწევთ? “ედინაია რასიას” შუამავლის რანგში გამორიცხავთ? რაც შეეხება, მოსკოვურ ძალებს და მათთან ჩვენს თანამშრომლობას, ჯერ კიდევ ჟირინოვსკისთან შეხვედრაზე დავსვით აფხაზეთის და ცხინვალის სტატუსის გადახედვის საკითხი. სხვათა შორის, საქართველოდან რუსეთში დიდი დელეგაცია ჩადის, ოღონდ ვინ რაზე საუბრობს არავინ იცის. ჩვენ, ყველა შეხვედრა კამერების წინ გავმართეთ და პირველი საკითხი ყველაგან აფხაზეთის, სამაჩაბლოს სტატუსის გადახედვა იყო. დაკარგული ტერიტორიები დასაბრუნებელია, ხოლო მეორე მხრივ, ინტეგრაცია არ უნდა იყოს მიუღებელი არც აფხაზებისთვის, არც ოსებისთვის და არც რუსებისთვის. ამ ინტერესის შეთავსება რთულია, მით უფრო, რუსეთმა უკვე აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა. მიუხედავად ამისა, რუსული ძალებისგან, მათ შორის, ჟირინოვსკისგან, საკითხის განხილვის დაწყებაზე თანხმობა და მზად ყოფნა მივიღეთ. შემდეგ ეტაპზე დაინიშნება კონკრეტული შეხვედრები, კონკრეტული ღონისძიებები, რა თქმა უნდა, აფხაზების და ოსების მონაწილეობით. პეტრებურგის შემდეგ მოსკოვშიც საკმაოდ სერიოზული შეხვედრები გვქონდა. ამ ვიზიტის ფარგლებში გამოჩნდა, რომ ძალიან რეალურია ყველა სადაო საკითხებზე პირდაპირი დიალოგის დაწყება სოხუმის და ცხინვალის მმართველ რეჟიმებთან. კახა, კონფლიქტის გასაღები რუსეთშია? ვინც საუბრობს, რომ ნატოს დახმარებით გამთლიანდება საქართველო, ის არ არის საქართველოს პატრიოტი. იმიტომ რომ, ამ ძალებს რეალურად არ სურთ ქვეყნის გამთლიანება და უბრალოდ, დროის გაწელვას ცდილობენ. მათი მხრიდან ნატოს თემით მანიპულირება მხოლოდ ფიარკამპანიაა. დიახ, დღევანდელი ხელისუფლებისთვის აფხაზეთი და ცხინვალი არის მხოლოდ ფიარი, რეკლამა, კლიპი. ერთ-ერთი საბაბია. რეალურად, ჩვენ ვხედვათ ამ ტერიტორიების რეინტეგრაციისთვის ნაბიჯების გადაგმა არ ხდება. რუსულ მხარესთან მჭიდრო და ინტენსიურ ურთიერთობებს გააგრძელებთ? |