ალიანსის საქართველოსთვის თანათავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, გამარჯვება შეთანხმების საგანია და ალიანსმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ადგილი ვაკანტური სწორედ ამ მიზნით დატოვა. ეს განცხადება სუბარმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ იგი არც ალიანსის საარჩევნო სიაში იქნება წარმოდგენლი და აღარც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. ეს არის ალიანსის ლიდერების გადაწყვეტილება. ეს არა ერთი კონკრეტული პირის ან ერთი პარტიის მიმართ შეთავაზება, არამედ, ზოგადად, ოპოზიციისკენ გადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვოს და ნაციონალური მოძრაობა დამარცხდეს. ჩვენ ვიბრძვით მერობისთვის, ვიბრძვით საკრებულოში უმრავლესობით მოსვლისთვის და ოპოზიციის გამარჯვებისთვის, - განაცხადა სუბარმა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობას ჩაბღაუჭებული არაა და ფიქრობს, რომ შეთანხმების დრო კიდევ არის. ამასთან, სუბარი აცხადებს, რომ როგორც ალიანსის საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იქნება ჩართული. |