
გუშინ, ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის 4.4 მილიონ ამომრჩეველს, არჩევანის გაკეთება 8 კანდიდატს შორის უწევდა. გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი საული ნიინისტოეს ჰქონდა. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დასრულდა. უკანასკნელი მონაცემებით, ბიულეტენების 99 პროცენტი დათვლილია. როგორც ირკვევა, ვერცერთმა კანდიდატმა ხმათა საჭირო რაოდენობა, ანუ 50 % ვერ მოაგროვა. არჩევნების მეორე ტური, ფინეთში 5 თებერვალს გაიმართება.