"პრესა.ჯი"

2017-02-17 14:04:41
რა ახალი ხედვა წარადგინა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ?

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დრევანდელ სხდომაზე აღმასრულებელმა საბჭომ ახალი ხედვა წარადგინა. 

მენეჯმენტის მიერ წარდგენილი ახალი ხედვა 14 გადაცემის დახურვას ითვალისწინებს. მათ შორის არის ნინო ზაუტაშვილის საავტორო გადაცემა რეალური სივრცე, კაცების დრო, ეკონომეტრი, რადიო თავისუფლება წითელი ზონა და სხვა.

სამეურვეო საბჭომ ახალი ხედვის დეტალურად გასაცნობად დრო ითხოვა, ამიტომაც მსჯელობა მომდევნო სხდომაზე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭომ არხის ხელმძღვანელობას შეფასების 4 კრიტერიუმი შესთავაზა. ბორდის წევრების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, არხის განვითარების გეგმა უნდა შეიცვალოს.

სამეურვეო საბჭოში აცხადებდნენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ რეიტინგზე არ უნდა იყოს ორიენტირებული.