პრესა.ჯი

2017-01-11 05:07:24
მელია: მობრძანდეს უგულავა 20 იანვარს, პარტიის ყრილობაზე და დარწმუნდება თუ რა ფორმაშია ენმ

ნიკა მელია: "მე მახსოვს რამდენიმე თვის წინ ივანიშვილი საუბრობდა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” რადარებიდან არის გამქრალი, დღეს კი გამოჩნდა უგულავა, რომელიც საუბრობს რომ პარტია დანგრეულია. 
[I=2] 

მობრძანდეს ბატონი უგულავა 20 იანვარს, პარტიის ყრილობაზე და თავადვე დარწმუნდება თუ რა ფორმაშია ”ნაციონური მოძრაობა”.

ბოკერიას გუნდს, რომელსაც დღეს პარტიის სადავეები აქვს ხელში, ერთი თვეა მიღებული აქვს პარტიის დატოვების გადაწყვეტილება. ეს სურვილი მათ ადრე არ ჰქონდათ, მათი ნების საწინააღმდეგო სურვილი გაუჩნდათ მაშინ, როდესაც 30 ნოემბერს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა წააგეს. ბოკერია როდესაც დარწმუნდა, რომ ”ნაციონალურ მოძრაობაში” არ მოიძებნება იმდენი მხარდამჭერი დელეგატი, რომელიც მის წინადადებებს დაუჭერს მხარს და დარწმუნდა, რომ მომდევო 4 წლის განმავლობაში ის ვერ იქნებოდა პარტიის მართვის სადავეებთან, გადაწყვიტა პარტიის დატოვება.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ როდესაც ეს გუნდი პარტიას ტოვებს, მავნებლობას მოჰკიდეს ხელი, ხან საპარლამენტო სიიდან ამოიღეს პარტიის წევრები, ხან ცენტრალური ოფისიდან გაათავისუფლეს ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ მათი მხარდამჭერები და გუშინ ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარის მოხსნა უნდოდათ თანამდებობიდან. მიდიან და ამავდროულად მაქსიმალურად ცდილობენ ზიანი მიაყენონ პარტიას. გიგი უგულავას დღევანდელი განცხადებაც ამაზე მეტყველებს”.