
კომპანია Hyundai–მ Genesis Coupe–ს გამოშვება გადაწყვიტა, რომელიც აღნიშნული კომპანიის მიერ, ნიუნბურგრინგის ოცდაოთხსაათიან რობალაში მონაწილეობის მიღებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ავტომობილი მხოლოდ გერმანული ავტობაზრისთვის შეიქმნება.
ახალი მოდელის სახელწოდება Genesis Coupe GT არის და იგი შეზღუდული რაოდენობით, სულ 50 ეგზემპლარი გამოვა. თითოეული მოდელის ღირებულება 60 ათასი ამერიკული დოლარი იქნება. ახალი მოდელი ვერცხლისფერშია წარმოდგენილი და იგი საბურავის 19 დიუმიან დისკებს მიიღებს.
ახალი მოდელი წინამორბედებისგან განსხვავებით 30 სანტიმეტრით დაბალი გახდება. შეიცვლება წინა და უკანა ბამპერები და იგი სპოტული ტექნოლოგიების სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ავტომობილი აღიჭურვება 3,8 ლიტრიანი აგრეგატით, რომლის სიმძლავრეც 303 ცხენის ძალა იქნება.