სარეკლამო ადგილი - 82
252 x 100

მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი |

ირაკ­ლი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი “თი­ემ­თი­სა” და „კას­პის ელექ­ტ­რო­ა­პა­რა­ტის” თა­ნამ­შ­რომ­ლებს შეხ­ვ­და
ბე­ქა ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი დევ­ნი­ლებს შეხ­ვ­და
შო­თა ხა­ბა­რე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რებს გა­ნაგ­რ­ძობს
ქვე­მო ქარ­თ­ლის მე­რი­ას და გუ­ბერ­ნა­ტორს რეს­ტო­რან­ში ერ­თი ღრე­ო­ბა 12 200 ლა­რი და­უჯ­და
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
ამინდი
  თბილისი8°-20°
  ქუთაისი11°-16°
  ბათუმი17°-21°
„ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და...“

09:04 01.09.2012
[გიორგი მახობეშვილი]

1715 წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა საფრანგეთისა და ნავარის მეფე ლუდოვიკო XIV. იგი ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი გახლდათ...

ლუდოვიკო XIV ქართველებისათვის მის სიცოცხლეშიც ცნობილი იყო. ჩვენი დიდი მამულიშვილი სულხან-საბა ორბელიანი მასთან ელჩად იყო მივლინებული... ამიტომ, როცა ამ მეფის შესახებ რაიმე გვესმის, გვინდა არ გვინდა სულხან-საბას ელჩობა გვახსენდება ქართველებს. ეს მოვლენა აისახა ქართულ პოეზიაშიც. მუხრან მაჭავარიანმა დაწერა ლექსი „საბა“. გარდა ამისა, სულხან-საბას არა ერთმა პოეტმა თუ მწერალმა მიუძღვნა ბრწყინვალე სტრიქონები. მაგალითად გიორგი ლეონიძემ.

ლუდოვიკო მეთოთხმეტე თვთმპყრობელი მეფე გახლდათ, ძლიერი ხელმწიფე, ფუფუნებისა და გართობის მოყვარული, თუმცა სახელმწიფოზე მზრუნველი. მრავალრიცხოვანი ხალხის მეფობა გაცილებით ადვილია, უცხოელი მტრები ძნელად თუ მოგერევიან. ფრანგების ხელმწიფობა ძალიან განსხვავდებოდა ჩვენი მეფეების ბედისწერისგან. მათ არ ჰყავდათ ფსიქოპატი მეზობელი შაჰები და სულთნები, რომლებიც ადამიანთა წამებით ერთობოდნენ  თავისქალებისაგან პირემიდებს აშენებდნენ.

საფრანგეთის ელჩობაც გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე გასაჭირში მყოფი ქართული სამეფოსი. საფრანგეთის ელჩს ბევრს ვერაფერს უბედავდნენ გვიანშუასაუკუნეებში. ქართველ ელჩებს კი ხშირად უამრავი ხიფათების გადატანა უხდებოდათ.

დღეს ელჩობა და დიპლომატობა პრესტიჟული და საპატიო თანამდებობაა, რომელიც კარგად ცხოვრების საშუალებასაც აძლევს ადამიანს. სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა კი, იმ არეულ და ველურ პერიოდში, უაღრესად რთული საქმე გახლდათ.

როგორც ვთქვით, სულხან-საბა ორბელიანი დიპლომატიურ დავალებას ასრულებდა, ვახტანგ VI-ის დავალებით გაემგზავრა ევროპაში პოლიტიკური დახმარების მისაღებად. ეახლა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-ს და რომის პაპს კლიმენტი XI-ს. მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა.

ჩვენმა დიდმა მწერალმა უამრავი განსაცდელი გამოიარა. უკვე ასაკიანს, უამრავი გაჭირვების, ძალმომრეობის, ძარცვისა და შეურაცხყოფის გადატანა მოუწია სანამ დაბრუნდებოდა სამშობლოში, თანაც გზაში გაცივდა... სამშობლოშიც ბევრი პრობლემა შეექმნა.

ეს ყველაფერი კარგადაა აღწერილი მის „მოგზაურობა ევროპაში“.

ლუი მეთოთხმეტე კი განცხრომაში ცხოვრობდა... რაში ედარდებოდა ევროპელ „მეფე-მზეს“ ქართლის გასაჭირი... ან რატომ გაუწევდა დახმარებას ჩვენს მეფეს?

გავიხსენოთ მუხრან მაჭავარიანისა და გიორგი ლეონიძის ზემოთ აღნიშნული ლექსები. მუხრანის ლექსს იმიტომ ვბეჭდავთ პირველ რიგში, რომ კონკრეტულად ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან სულხან-საბას ელჩობას ეხება.

მუხრან მაჭავარიანი

საბა

ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა.

ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება.
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე.
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.

ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა:
- ოჰ... ოჰ... ოჰ... ოჰო! – თქვა და თითქოს კიდეც ინანა,

მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას).
რაც შეიტანა ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.

– წვიმა არ არი!
საბას კაბა დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არი!
საბას თავი გაუთეთრა რამ?!
– ყინვა არ არი!
სულხან-საბას აკანკალებს რა?!
– რამ დაასველა?!
– რამ გათეთრა?!
– რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის:
წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..

მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა, სულხან-საბავ თუ ფანტაზია?!

დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში სტირის დედა, შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში შვილი დედას სტირის, – ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმინდა ნინოს, მუხლზე დაცემულს).

– რამდენს აფასება მაგ პატარას? – ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა! –
წარმოსთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

– არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
– უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?..
საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი, –
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი – საქართველოც ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან.
საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, – სასაცილოა!
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე კიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?! –
გულს ნუ გაიტეხ! – მუხა კვლავაც შეიმოსება!

გიორგი ლეონიძე

სულხან-საბას

დიდო მოხუცო, სამშობლოსათვის
იბრძოდი სულის ამოხდომამდი:
გეჩვენებოდა, რომ საქართველო
იძირებოდა, თითქოს ხომალდი!

და როს ღრუბელი გულს გიბნელებდა,
სამშობლოს ცაზე გამოხლართული,
შენ სამკურნალო ბალახებივით
მოგიკრეფია სიტყვა ქართული, -

რომ იავარქმნილ სამშობლოს ნაშთად
სიტყვები მაინც გადაგერჩინა...
ვარდსაც და თაფლსაც და პურის მადლსაც,
მშობლური სიტყვის მადლი გერჩივნა.

მე მიყვარს სიტკბო შენი სიბრძნისა,
შენს ჭაღარაზე გადმომწვეთარი,
მე მიყვარს შენი სიტყვის მარილი,
შენის ხალხისთვის დღესაც მწეთ არი..

ახალნაშენი სამშობლოს შვილი,
შენს მხცოვან აჩრდილს ვეალერსები:
შენი ცრემლის რწყვით, შენის ამაგით,
გამოკვებულა ჩემი ფესვები...

ბეჭდვა  
კომენტარები:
გი2012-09-03 18:27:20
მაგარი ლექსია დზაან

თამარი2015-03-22 22:24:19
ძალიან დიდი მადლობა!ისტორიაში მქონდა მოსაძიებლად და ძალიან დამეხმარა. საინტერესოა <3 !

2015-10-11 21:30:09
რას ნიშნავს ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება

ნათია2015-10-11 21:31:12
რას ნიშნავს ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება

თეონა2016-03-20 20:00:44
რას ნიშნავს ”ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება” და საბა ჩასულია ლუი XIV სთან ,მაგრამ კედელზე კიდია მისი წინაპრის,ასევე ლუდოვიკოს ოღონდ XIII ის პორტრეტი.

გრიშა2016-03-27 13:07:58
რამდენჯერ სჰეხვვდა ლუდოვიკო 14 ტე სულხან საბა ორბელიანს

maka2016-03-27 13:18:45
Ertjer shexvda

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?
  
ტოპ ათეული
1. "21 სექტემბერს ყველამ, სადაც არ უნდა იყოს, უნდა თქვას პატარა, მაგრამ ძლიერი ლოცვა“
2. ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება: "ვხედავ დიდ მიწისძვრებს და დანგრეულ ქალაქებს"
3. უნდა შეიწყალოს თუ არა მარგველაშვილმა ქალი, რომელმაც 5 მამაკაცი სცემა?
4. ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუს შემდეგ ერეკლე კოდუა უკრაინელი შეყვარებულის ახალ ფოტოებს აქვეყნებს
5. მადისაღმძვრელი, უგემრიელესი ხაჭაპური
6. ნარმანიას ცოლმა სილამაზით თაკო ჩხეიძე დაჩრდილა(?) - თიკა თინიკაშვილის ახალი ფოტოები
7. ილია მეორემ 21 სექტემბრისთვის ერთობლივი ლოცვის კურთხევა გასცა
8. ილია მეორე: გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, სახლის კუთხეებში დააწეროთ მთავარანგელოზ მიქაელის სახელი
9. გაუპატიურება და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა - რა მოხდა სიღნაღში?
10. ვინ არის პირველი ქართველი, ვინც iphone 7 შეიძინა?
სარეკლამო ადგილი - 29
468 x 60
რეკლამა საიტზე