მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის სა­გან­გე­ბო გან­ც­ხა­დე­ბა
ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი?
„პატ­რი­ო­ტე­ბი“ მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას ასა­ჩივ­რე­ბენ
დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი ITV-ის მე­დი­აკ­ლუბ­ში
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი17°-28°
  ქუთაისი21°-37°
  ბათუმი21°-32°
ბედნიერების ათი საიდუმლო

13:31 14.06.2012
[ნინო კოჭლამაზაშვილი]

1. სხვის აზრს დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. ჩვენ ძალიან ხშირად დამოკიდებულები ვხდებით ნათესავების, მეზობლების, მეგობრების, კოლეგების შეხედულებებზე და ვწუხვართ, როდესაც ჩვენზე ჭორაობენ. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. რა მნიშვნელობა აქვს რას ფიქრობს მეზობელი? მთავარია, თქვენი ქმედებები თავად მოგწონდეთ. რა თქმა უნდა, სხვებს უნდა მოუსმინოთ, მაგრამ მოიქეცით ისე, როგორც გინდათ.

2. უნარი, სიტუაცია სხვისი თვალით შეაფასოთ. დავუშვათ, ხანგრძლივი კონფლიქტი გაქვთ ვინმესთან. ორივე თვლით, რომ მართლები ხართ და არცერთი არ მიდიხართ დათმობაზე. შეხედეთ ამ სიატუაციას მესამე ადამიანის თვალით. ასეთი მიდგომა გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

3. არ იდარდოთ გაშვებულ შანსებზე. ვერ ჩააბარეთ გამოცდა, ან მამაკაცმა, რომელსაც ეპრანჭებოდით თქვენი მეგობარი აირჩია... მატარებელმა უკვე ჩაიარა, რა საჭიროა ამის გახსენება? ყველაფერს აქვს დადებითი მხარე – ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღეთ. უკეთესია თქვენი მომავალი გააანალიზოთ.

4. იყავით მადლიერი. კონკრეტულად ვიღაცის კი არა, ცხოვრების. ძილის წინ ყოველთის გაიხსენეთ, კარგი რა მოხდა და თქვით „მადლობა“.

5. ხშირად გაიხსენეთ ცხოვრების ბედნიერი მომენტები. მაგალითად, დღე, როდესაც დიპლომი მიიღეთ, გათხოვდით, ან სამსახურში დაგაწინაურეს. შეეცადეთ ხელახლა განიცადოთ ის სიხარული. ეს ენერგიას შეგმატებთ.

6. დასცინეთ საკუთარ თავს. ადამიანები ზოგჯერ დეპრესიაში იმიტომ ვარდებიან, რომ მათ დასცინიან, ან ასე ეჩვენებათ. აღიარეთ თქვენი შეცდომები და ირონიით შეხედეთ. დავუშვათ, სალონში ვარცხნილობა გაგიფუჭეს. იმის მაგივრად, რომ დაკომპლექსდეთ, თქვით: „დღეს მე ექსტრემალური ვარცხნილობა მაქვს!“

7. იცხოვრეთ დღევანდელი დღით. არ ღირს მუდმივად წარსულს იხსენებდეთ, განსაკუთრებით კი ნეგატიურ გამოცდილებას. თუ ხუთი წლის წინ წარუმატებელი რომანი გქონდათ, ეს არ ნიშნავს, რომ იგივე კვლავ მოხდება.

8. შეიცანით სამყარო. ამაში წიგნები, უცხო ენების შესწავლა, ახალი ჰობი, მოგზაურობა დაგეხმარებათ. არასდროს იფიქროთ, რომ ამისათვის დიდი ხართ. 60 წლის ასაკშიც შეიძლება აღმოაჩინოთ სიახლე.

9. არასდროს შეგშურდეთ სხვების. საკუთარი თავის სხვებთან შედარებისას, ჩვენ, როგორც წესი, უბედურები ვხდებით, იმიტომ, რომ არ გვაქვს ის, რაც მათ აქვთ. უფრო სწორად, ჩვენ ასე ვთვლით. სინამდვილეში ყველა ადამიანს თავისი პრობლემა აქვს.

10. მხიარულ, ბედნიერ ადამიანებთან ხშირი კონტაქტი. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ბედნიერება გადამდებია. ამიტომ, თქვენი სამეგობრო წრიდან გამორიცხეთ ის ადამიანები, ვინც მუდამ უკმაყოფილოები არიან და ცხოვრებაზე წუწუნებენ.

ბეჭდვა  
კომენტარები:
ლალი2012-06-14 23:38:36
დავამატებდი სჰურიან ადამიანებს ახლოს არ გაეკაროტ

ნინო................2012-10-05 13:13:37
მე---10--ე პუნქტი მომეწონა......

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება
2. სკანდალური ფოტო-მასალა ახალაიას სასამართლოზე
3. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
4. რუსთავში, რამდენიმე საათის წინ, შვილმა მშობლები დახოცა
5. გაუხმაურებელი სკანდალი და საკადრო წმენდა შსს-ში - ვინ შეცვლის ღარიბაშვილს?
6. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
7. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
8. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
9. ვანო მერაბიშვილი დააკავეს
10. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
ბლოგები
წე­რი­ლი ჭორ­ვი­ლი­დან: ბო­რი­ა, იცი შენ, გლა­ხა რჩე­ვას არ მოგ­ცემ მე, შე­ნი კარ­გი­და­კე­თი­ლი მინ­და...
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962