დედამიწის ერთ–ერთმა ყველაზე დიდმა მკერდმა უსაფრთხოების ბალიშების მოვალეობა შეასრულა. ცოტა ხნის წინ, ბრაზილიელი მოდელი შეილა ჰერში ავტოკატასრტოფაში მოყვა. ინციდენტი ჰიუსტონში, მოდელის საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს მოხდა. 32 წლის ბრაზილიელი გარდაუვალი სიკვდილისაგან მისმა უდიდესმა მკერდმა იხსნა.
„მეუღლესთან და შვილებთან შესახვედრად მივდიოდი, თავს ცუდად ვგრძნობდი, თავბრუ მეხვოდა. მანქანის წინ, გზაზე ძაღლმა გადაირბინა, ვეცადე ამეცილებინა... კონტროლი დავკარგე და ხეს შევეჯახე“ – განუცხადა ჟურნალისტებს შეილამ.
შეილა ჰერშის ხელოვნურმა ბიუსტმა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, დარტყმის ძალა შეამცირა და იმპლატანტებმა უსაფრთხოების ბალიშების მოვალეობა პირნათლად შეასრულეს. მოდელს მხოლოდ რამდენიმე დალურჯება აღენიშნება სხეულზე.
„რომ არა ჩემი მკერდი მოვკვდებოდი“ – ამბობს ლამაზმანი.
თავბრუდამხვევი ქალბატონი ანტიდეპრესანტებს იღებს, მას შემდეგ რაც 2010 წელს მკერდის იმპლატანტების ამოღება მოუხდა, ინფექციის გამო.
მოდელი დეპრესიაში ჩავარდა და როგორც კი მდგომარეობიდან გამოვიდა ახალი მკერდით დაიმშვენა სხეული. მართალია ამჯერად შედარებით მცირე აქვს, მაგრამ ფარ–ხმალს არ ყრის და უახლოეს მომავალში, ბიუსტის გაზრდას აპირებს.