• თბილისი
  • 10°C
  • 23 თებერვალი, 2018
article

BBC: აშშ-ში, ფლორიდის სკოლაში სროლას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის პარკლანდის სკოლაში სროლას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამართალდამცველებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი პარკლანდის სკოლის ყოფილი მოსწავლე 19 წლის ნიკოლას კრუზი დააკავეს, რომელიც აღნიშნული სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხეს.

როგორც BBC წერს, სროლამდე, ნიკოლას კრუზმა განგაშის სიგნალი ჩართო და სკოლაში ქაოსი გამოიწვია.

CNN-ის ცნობით, ფლორიდის სკოლაში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.