• თბილისი
  • 10°C
  • 23 თებერვალი, 2018
article

კიევში ოდესის მერი დააკავეს

კიევში ოდესის მერი დააკავეს. ინფორმაციას ჟურნალისტი ნატალია სედლეცკაია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, გენადი ტრუხანოვი 14 თებერვალს კიევში ვარშავიდან ჩაფრინდა. ის მესაზღვრეებმა ბორისპოლის აეროპორტში დააპატიმრეს და უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცეს.

ოდესის ყოფილ მერს სავარაუდოდ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულებენ.