• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

აშშ რუსეთის შესაკავებლად 4,6 მილიარდს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატებში წარმომადგენელთა პალატამ დოკუმენტი დაამტკიცა, რომელიც პენტაგონის 2018 წლის ბიუჯეტსა და პოლიტიკას განსაზღვრავს. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის შესაკავებლად ამერიკის შეერთებული შტატები 4,6 მილიარდს გამოყოფს.

გათვალისწინებულიია 350 მილიონი დოლარის დახმარებაა უკრაინისთვისაც. გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა მიიღო. კანონპროექტის მიხედვით, თანხა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოტენციალის გაზრდას და ნატოს მოკავშირეების გაძლიერებას მოხმარდება.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში, ერთ- ერთი მუხლი საქართველოსაც ეხება. დოკუმენტში ნახსენებია 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და რუსული აგრესია. 100 მილიონი დოლარია გათვალისწინებული ბალტიის ქვეყნების სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად. დოკუმენტში საუბარია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მისაღებ ზომებზეც.