• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

ვლადიმერ პუტინი- მოსკოვსა და ანკარას შორის თანამშრომლობა სრულიად აღდგენილია

მოსკოვსა და ანკარას შორის თანამშრომლობა სრულიად აღდგენილია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში, თურქ კოლეგა რეჯებ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, პირველი 8-9 თვის განმავლობაში, წელს, სავაჭრო ბრუნვა ერთი მესამედით მომატებულია, 2016 წელს ვარდნის შემდეგ. პუტინის განცხადებით, თურქეთთან მუშაობა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის, სირიის კრიზისზე.

თურქეთის ლიდერმა თავის მხრივ განაცხადა, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ყოველდღიურად ვითარდება პოლიტიკურ, სამხედრო და სავაჭრო თანამშრომლობის კუთხით. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის სულ უფრო ხშირად ხორციელდება კონტაქტები უმაღლეს დონეზე და იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელი შეხვედრაც ეფექტური იქნება.