• თბილისი
  • 8°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

სროლა შვედეთში - დაშავებულია შვიდი ადამიანი

შვედეთში, ქალაქ თრელებორგის  ცენტრში  უცნობმა პირმა  ცეცხლი გახსნა. 

ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.  2 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. 

თავდამსხმელმა  შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. პოლიცია არ გამორიცხავს  ეჭვმიტანილს თანამზრახველებიც ჰყოლოდა. თავდასხმის მოტივი უცნობია.