• თბილისი
  • 8°C
  • 23 ნოემბერი, 2017
article

ამერიკელების „ყველაზე საძულველ კაცს“ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ, ამერიკელ მილიონერს მარტინ შკრელის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.მარტინს ამერიკაში „ყველაზე საძულველ კაცად“ მოიხსენიებენ.

მას ბრალად ედება ფინანსური მაქინაციები, დაარღვია გირაოთი გათავისუფლების პირობები, რომლის ოდენობა 5 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ბიზნესმენმა მარტინ შკრელიმ სოციალურ ქსელებში ჰილარი კლინტონის შესახებ მუქარის შემცველი პოსტები გამოაქვეყნა. ის 5 ათასს დოლარს სთავაზობდა იმას, ვინც კლინტონის მოჭრილ თმებს მიუტანდა.
შკრელიმ ამ ყველაფერს ხუმრობა უწოდა, სასამარლოს წერილობითი პატიება სთხოვა, თუმცა სასამართლომ ეს არასაკმარისად ჩათვალა. ვერდიქტის გამოტანის შემდეგ, მილიონერს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

2015 წლის აგვისტოში, მარტინ შკრელის ფარმაცევტულმა კომპანიამ 50 მლნ დოლარად შეიძინა აივ-ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა სამკურნალო წამლის წარმოების პატენტი, სექტემბერში კი ერთი აბის ღირებულება 18-დან 750 დოლარამდე გაზარდა, ანუ პრეპარატი 4166 პროცენტით გააძვირა.