ეს მეტად ავტორიტეტული ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია ძალზე შეშფოთებულია უკრაინაში დემოკრატიზაციის დონის მკვეთრი დაცემით. ამის შესახებ Freedom House თვის ანგარიშში საუბრობს. ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ბოლო ხანებში ანტიდემოკრატიული ტენდენციების გააქტიურება შეიმჩნევა და ამის მაგალითად, უკრაინასა და უნგრეთში მიმდინარე მოვლენები მოჰყავს.
Freedom House–ის გამოკვლევაში ასევე ნათქვამია, „რომ რუსეთში ჩატარებულმა გაყალბებულმა საპარლამენტო არჩევნებმა და დაპირებამ პრეზიდენტის წინასწარგანსაზღვრული ცვლილებების შესახებ“ გასული წლის დეკემბერში ფართომასშტაბიანი პროტესტები გამოიწვია, მაგრამ ხელისუფლება სამოქალაქო წინააღმდეგობის უხეშად ჩახშობას შეუდგა.
რეჟიმმა გააგრძელა პოლიტიკური აქტივისტების დევნისა და დაშინების მიზნით სასამართლო სისტემის, ასევე 2009 წელს იურისტი მაგნიტსკის სიკვდილში ხელისუფლების მონაწილეობის „უარყოფის“ გამოყენება.
Freedom House განსაკუთრებით აღნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შესამჩნევ დაცემას. ამ საკითხთან დაკავშირებით რეგრესი ანგარიშში განხილულ ყველა რეგიონში შესამჩნევია. მთლიანობაში რვავე იმ ქვეყანაში, სადაც კვლევა ჩატარდა, რეიტინგი დაბლაა დაწეული. ამ ქვეყნების ჩამონათვალში კი შედიან რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, აზერბაიჯანი, ალბანეთი., ბულგარეთი და უნგრეთი.
ანგარიშში გამოყენებულია ტერმინი „პუტინიზაცია“ იმ პროცესებთან მიმართებაში, რასაც თავიანთ ქვეყნებში საკუთარი ქმედებებით ავლენენ უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი და უნგრეთის პრემიერ–მინისტრი, ვიქტორ ორბანი.
ამის შესახებ, კერძოდ, Freedom House–ის პრეზიდენტმა, დევიდ კრამერმაგანაცხადა:“ორბანი და იანუკოვიჩი ეგრეთწოდებული რეფორმების დანერგვის საფარქვეშ სისტემატიურად ანგრევენ ამის განსახორციელებლად კრიტიკულად აუცილებელ სისტემას. ყველაფრიდან ჩანს, რომ ისინი „პუტინიზაციის“ პოლიტიკას ატარებენ, იმის გათვალისწინებით, რომ „პუტინიზმი“თავად რუსეთში ბოლო წლებში ძალზე დისკრედიტირებულია, ხოლო რუსების სურვილია მათდამი ანგარიშვალდებული სახელმწიფო, ასევე მის მუშაობაში გამჭვირვალეობა იხილონ“.
ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში დემოკრატიზაციის რეიტინგი მკვეთრად მიუახლოვდა 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის წინა პერიოდისას არსებულს.
უკრაინის რეგრესი, ასევე ის ნეგატიური პოლიტიკური ტენდენციები, რაც ბალკანეთის ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის წევრობაზე აცხადებენ პრეტენზიას, ხდება, ეჭვქვეშ აყენებენ ევროპაში დემოკრატიული ქვეყნების წრის გაფართოების საკითხს, – გაფრთხილებას იძლევა Freedom House.