• თბილისი
  • 8°C
  • 16 დეკემბერი, 2017
article

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლატვია ანგარიშით 5:0 დაამარცხა

28 მარტს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლატვიის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
ვაისის გუნდმა თავიდანვე შეუტია, ანგარიში კი მე-18 წუთზე გაიხსნა. ლატვიელთა საჯარიმოში გიორგი ქვილითაია წაიქცა, მატჩის სომეხმა არბიტრმა სურენ ბალიანმა კი ხელი 11-მეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტის გატანა ჯანო ანანიძეს არ გასჭირვებია - 1:0.

სხვაობა ორბურთიანი 32-ე წუთზე გახდა. ანანიძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ქვილითაიამ ბურთი ერთი შეხებით გაგზავნა ანდრის ვანინის კარში - 2:0.

შესვენების შემდეგ დუბლი ჯერ ქვილითაიამ (68-ე წუთი) მიითვალა, 77-ე წუთზე კი - ანანიძემ.

საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე საჯარიმოდან გიორგი არაბიძემ დააფიქსირა, რომლისთვისაც ეს გოლი სადებიუტოა ეროვნულ ნაკრებში.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: მაკარიძე, ლობჟანიძე, ხოჭოლავა, კაშია, ნავალოვსკი (78, ნავალოვსკი), გვილია (36, კიტეიშვილი), კვეკვესკირი, ანანიძე, ჯიღაური (63, კობახიძე), დვალიშვილი (63, არაბიძე), ქვილითაია (78, კაჭარავა).

საქართველოს ნაკრები მომავალ მატჩს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 11 ივნისს, სტუმრად მოლდოვასთან ჩაატარებს.