რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 82
252 x 100
ბე­ქა ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი და­ვით ნარ­მა­ნი­ას გა­დად­გო­მის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ხე­დავს
"მათ მოთ­ხოვ­ნას სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვს" ნარ­მა­ნია გა­და­გო­მას არ აპი­რებს
"ხა­ინ­დ­რა­ვას "9+1"-ის­თ­ვის პირ­ვე­ლი სცე­ნა­რი ჩე­მი და­წე­რი­ლი­ა"
მამს ლუ­კა (კო­ჩენ­კო) : შე­ვუ­ერ­თ­დეთ პატ­რი­არ­ქის ქა­და­გე­ბას, და და­ვიწ­ყოთ მცე­ნა­რე­ე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა , ამი­სათ­ვის მა­მა აკა­კი მე­ლი­ქი­ძის ნა­კურ­თ­ხი ნა­ყე­ნი იდე­ა­ლუ­რია !
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ამინდი
  თბილისი19°-33°
  ქუთაისი22°-33°
  ბათუმი22°-30°
დღეს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის მიხეილ მესხის 79 წლის იუბილეა

10:42 12.01.2016
["პრესა.ჯი“]
დღეს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის მიხეილ მესხის 79 წლის იუბილეა. ფეხბურთელი , 1937 წელს თბილისში დაიბადა. სპორტის დამსახურებული ოსტატი თბილისის № 35 საფეხბურთო სკოლის აღზრდილი იყო.  1969-91 წლებში მუშაობდა სპეციალიზირებული საბავშვო საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ მწვრთნელად და დირექტორად.
მისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თამაშობდა თბილისის "დინამოსა" (1954-69) და "ლოკომოტივში (1970). გატანილი აქვს 35 გოლი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრებში და მონაწილეობა აქვს მიღებული 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. ის ასევე გამოჩნდა ევროპის ერთა თასის პირველ გათამაშებაზე 1960 წელს, რომელიც საბჭოთა კავშირმა მოიგო.
1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის „საოცნებო გუნდის“ წევრად დაასახელეს.

მიხეილ მესხის სახელს ატარებს თბილისის ლოკომოტივის სტადიონი. 2014 წლის 19 ნოემბერს, ამავე სტადიონზე გაიხსნა მისი ძეგლი.

ფეხბურთელი 1991 წლის 22 აპრილს. 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამონარიდი არჩილ გეგელიას წიგნიდან "სპორტული ცხოვრება", რომელიც მიხეილ მესხს მიუძღვნა: 

"მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სადაც მესხს უთამაშია, ლეგენდები დადის ამ ფეხბურთელის ხელოვნებაზე. რატომღაც ჩვენში მიღებულია უცხოელი ფეხბურთელის გაღმერთება, საკუთარს კი ისე ვერ ვაფასებთ, როგორც საჭიროა. ლეგენდა კი, ცოცხალი ლეგენდა ჩვენს გვერდით ცხოვრობს, ჩვენს გვერდით მოღვაწეობს…

ნებისმიერი სტადიონის მაყურებელი ინატრებდა თავისი თვალით ენახა მიხეილ მესხის ოსტატობა. ჩვენ გვენატრება მისი თამაში. ზოგჯერ, როცა სტადიონზე ვართ ან ტელევიზორს ვუყურებთ, უცებ დაგვეცემა მოწყენილობა და საიდანღაც მოსული ნოსტალგია. უცებ გაგვახსენდება მესხი, გაგვახსენდება ზაფხულის ხვატით გათანგული ტრიბუნები და განუმეორებელი ოსტატი სტადიონის მწვანე მინდორზე. ჩვენ – მესხის ოდინდელი გულშემატკივრები, ვისაც ბედნიერება გვხვდა საკუთარი თვალით გვენახა მისი ხელოვნება, დღემდე ვერ შევგუებივართ იმ აზრს, რომ იგი კვლავინდებურად ვეღარ დასცემს თავზარს მეტოქეთა დაცვას."

ბეჭდვა  
კომენტარები:
2016-01-12 11:13:22
სამწუხარო ის არის რომ, ესეთი დონის ფეხბურთელები, საქართველოს ნაკრებს დიდი ხანი აღარ ეყოლება.

ნაცების დედის მტYVNე2016-01-15 18:43:29
ტკბილი სიზმარია მიშას თამაშის პერიოდი.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?
  
ტოპ ათეული
1. ბათუმის პლაჟზე ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა
2. "ეს გოგო, რომლის ფოტოც დღეს პირველად ვნახე - აღარ გვყავს... ავარიამ იმსხვერპლა"
3. ჩინელი მილიარდერი: რატომ რჩებიან ღარიბი ადამიანები ღარიბებად
4. "21 სექტემბერს ყველამ, სადაც არ უნდა იყოს, უნდა თქვას პატარა, მაგრამ ძლიერი ლოცვა“
5. „რატომ ეთაყვანებით ამ მოქალაქეს, რა გაგიკეთათ? - ნათია კობერიძის მიმართვა მრევლს
6. რატომ არ ვარგა კარის ზღურბლზე დამშვიდობება, მაგიდის კუთხეში დაჯდომა და ონკანიდან წყლის ჟონვა
7. როგორ მოიზიდოთ ფული და კეთილდღეობა - ვანგას საუკეთესო რჩევები
8. ტესტი ქალებისთვის- რას ხედავ ფოტოზე - ციყვებს, გოგონას თუ შიშველ მამაკაცს?
9. ტიბეტური ჰოროსკოპი - გაიგე შენი მომავლის შესახებ - 97%-იანი სიზუსტით
10. "მაგდა პაპიძემ დამირეკა, განწირული ხმა ჰქონდა.. მიყვებოდა თავის მარტოობის საკანზე"
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901