მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

გი­ორ­გი მაზ­მა­ნი­ა­ნი ITV-ს მე­დი­აკ­ლუბ­ში
თეა თუთ­ბე­რი­ძე ITV-ს მე­დი­აკ­ლუბ­ში
კან­ცე­ლა­რი­ას­თან გა­მარ­თუ­ლი აქ­ცია ინ­ცი­დენ­ტით დას­რუ­ლად
რე­ინ­კარ­ნა­ცია - მი­თი თუ რე­ა­ლო­ბა?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი15°-26°
  ქუთაისი12°-29°
  ბათუმი13°-25°
მხოლოდ გამარჯვება, ჰოლანდიელებს უკან დასახევი გზა არ აქვთ

ევრო 2012
16:43 13.06.2012
[ბესო ბახტაძე]

ჰოლანდიელებს გერმანიასთან მატჩში მხოლოდ გამარჯვებისათვის მოუწევს ბრძოლა. სხვა დანარჩენი შედეგის შემთხვევაში, ნიდერლანდელთა ნაკრები ჯგუფში ჩარჩენისათვის თითქმის განწირული ხდება. პირველ ტურში დანიელებთან 0:1 მარცხის შემდეგ, ჰოლადიის ნაკრებს სხვა გზა ნამდვილად არ რჩება. ზედმეტი ახსნა არ სჭირდება იმას, რომ ასევე გამარჯვებისათვის იბრძოლებს იოაჰიმ ლიოვის მიერ დარიგებული გერმანიის ნაკრებიც. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ გამარჯვებით გერმანელები შემდეგი ეტაპის საგზურს გაინაღდებენ და ასეც რომ არ იყოს ეს გერმანიის ნაკრებია, მისთვის გამარჯვების გარდა სხვა შედეგი ყოველთვის მიუღებლად ითვლებოდა და დღესაც ასეა. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, შანსი იმისა, რომ მატჩი დაძაბული და თვალსასეირო აღმოჩნდეს ძალიან დიდია.

ურთიერთშეხვედრების ისტორია ამ გუნდებს საკმაოდ დიდი აქვთ. ისინი ერთმანეთს აქამდე 23-ჯერ შეხვედრიან. ამ მატჩებიდან უპირატესობა ნარინჯისფერების მხარესაა. მათ აქტივში 8 მოგებაა, 6 ჯერ გერმანელებმა იხეირეს ხოლო 9 მატჩი კი ფრედ დამთავრდა. ამ ნაკრებებს შორის პირველი მატჩი საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1910 წელს დაიწყო. მაშინ ნარინჯისფერებმა ალემანებზე პირველი გამარჯვება 4:2 იზეიმეს. ბოლოს გუნდები ერთმანეთს 2011 წელს,ა მხანაგურად გაეჯიბრნენ. ეს თამაში კი ალემანების დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

მატჩამდე ორივე გუნდის მწვრთნელმა ჟურნალისტებთან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ჰოლანდიელთა თავკაცის, ბერტ ვან მაარვიკის აზრით დღევანდელი მატჩი უპრინციპულესი და ძალიან რთული იქნება.

„ ურთულესი მატჩი გველის. ჩვენთვის ეს შეხვედრა ფინალის ტოლფასია. პირველ ტურში საკადრისად ვერ ვითამაშეთ და ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. ჩვენი მეტოქე გერმანიის ნაკრებია. მუდმივად ძლიერი, მუდმივად მოძრავი და ბრძოლისუნარიანი გუნდი. ამ გუნდთან ასე უბრალოდ გახვიდე მინდორზე და მოიგო თითქმის წარმოუდგენელია. გერმანელების წინააღმდეგ გამარჯვების მოსაპოვებლად საკუთარ ძალებზე მეტი უნდა შეძლო. საკუთარ თავს უნდა გადაახტე. ჩვენ დღეს ამის გაკეთებას ვაპირებთ“ -განაცხადა მაარვიკმა.

რთული მატჩის მოლდინშია გერმანელთა თავკაცი იოაჰიმ ლიოვიც. მისი აზრით ჰოლანდიელების დანიელებთან მარცხი მხოლოდ შემთხვევითობამ გამოიწვია.

„ჰოლანდია დანიასთან წაგებას არ იმსახურებდა. გუნდმა ერთი მატჩისათვის საკმარისზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა, კარგადაც ითამაშა მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. დარწმუნებული ვარ დღეს ჰოლანდია უკეთესად ითამაშებს. მგონია, რომ ისინი საკუთარ სტილს არ უღალატებენ და მატჩიც ორმხრივი შეტებებით და საგოლე მომენტებით სავსე იქნება. ჩვენ შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. ევროპის ჩემპიონატზე ერთი პატარა შეცდომაც კი შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს. რაც შეეხება ჩემი გუნდის სასტარტო შემადგენლობას, ამას ჯერ ვერ გაგაცნობთ. მატჩამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და ამ დროში ყველაფერი ნათელი გახდება. ჩვენ გამარჯვებისათვის ვიბრძოლებთ“ - განაცხადა ლიოვმა.

13 ივნისი. 20:00 “სპორტკომპლექსი მეტალისტი”. ხარკოვი

ჰოლანდია – გერმანია

ჰოლანდია: სტეკელენბურგი, ვილემსი, ვლარი, ჰეიტინგა, ვან დერ ვილი, ვან ბომელი, დე იონგი, აფელაი, სნეიდერი, რობენი, ვან პერსი.

გერმანია: ნოიერი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ჰუმელსი, ლამი, ხედირა, შვაინშტაიგერი, იოზილი, მიულერი, პოდოლსკი, გომესი.

 მსაჯი: ტერე ჰაუგე ( ნორვეგია)

ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. თეა წულუკიანმა ივანიშვილს „ქონდრისკაცი” უწოდა?
2. მეუფე იაკობის განცხადებამ, დაპირისპირება გამოიწვია
3. რა შეფასებები მოჰყვა პატრიარქის მოწოდებას?
4. სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს: დაგხოცავთ, თქვენი დედა მოვტ--ნ (ვიდეო)
5. "აქ არ გამართონ აქცია, თორემ დაიღვრება სისხლი"
6. ივანიშვილი ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებას აანონსებს...
7. რუსთაველზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს
8. "რედისონთან" სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი
9. პოლიტიკოსების ცემის დეტალები
10. "La Trufe"-ში მომხდარი დაპირისპირების დეტალები - დღე მეორე
ბლოგები
კა­ტე­ხიზ­მო: „მრგვა­ლი მა­გი­და – თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო“ - პარ­ტი­ა?
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962