დღის და A ჯგუფის მეორე შეხვედრაში დიდი ბრძოლა ვერ ვიხილეთ, დიკ ადვოკაატის რუსეთმა გაანადგურა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი გაახალგაზრდავებული ჩეხეთის ნაკრები 4:1 და ჯგუფის სათავეში მოექცა. დუბლი ალან ძაგოევის ანგარიშზეა.
რუსეთი - ჩეხეთი 4:1
გოლები: ძაგოევი 15,79, შიროკოვი 24, პავლიუჩენკო 82 - პილარჟი 52
დიკ ადვოკაატი (რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “რაღა თქმა უნდა შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, საამისოდ საკმაო მომენტები გვქონდა. მეორეს მხრივ საერთაშორისო არენაზე 4 გოლი იშვიათად გადის. ძალიან მნიშვნელოვანია ჯგუფში პირველი შეხვედრა რომ მოვიგეთ, თუ,ცა ახლა აუცილებელია წარმატების განვითარება.
მიხალ ბილეკი (ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “დღეს არ გვეყო მოთმინება, ძალიან ბევრი შეცდომა იყო გადაცემებში და ხშირად ვკარგავდით ბურთს. ახლა ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ხასიათი, ვთვლი, რომ გვაქვს შანსი მოვიგოთ დარჩენილი ორივე მატჩი და ჯგუფიდან გავიდეთ.”
video