• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

“ჩემი ცოლის დაქალების” მე-13 სეზონის დასაწყისის თარიღი ცნობილია

ქართულ საზოგადოებაში აშკარა ნაკლებობა შეიმჩნევა ტელესერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” მიერ დასმული აქცენტების გარშემო მსჯელობისა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ცნობილი სოციალური სატირა უკვე 1 თვეზე მეტია, რაც არ განახლებულა.

როდესაც სერიალის მე-12 სეზონი დამთავრდა,  “ჩემი ცოლის დაქალების” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაიწერა, რომ მე–13 სეზონი ეთერში აპრილის თვეში გავიდოდა, თუმცა ზუსტი თარიღი და დეტალები ცნობილი დღემდე არ იყო.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მე-13 სეზონის პირველი სერია ტელეეკრანებზე 20 აპრილს გავა.

როგორც თავად პროდიუსერი ქეთი დევდარიანი ამბობს, იმედოვნებს, რომ სერიალი ისევ შეინარჩუნებს ინტრიგას და წამოწევს საინტერესო თემებს.

ახალ სეზონში, ტრადიციულად, ახალი პერსონაჟები გამოჩნდებიან და “ჩემი ცოლის დაქალები” ზუსტად ამ პერსონაჟების ძიების პროცესშია.

“ბოლო სეზონის ბოლო სცენაში, შეიძლება ითქვას, რო ქალური სოლიდარობის აქტი შედგა, მაგრამ ეს ამბავი რეალობაში ასე არ მთავრდება. იმიტომ, რომ სახლიდან წამოსვლას მერე მოსდევს კიდევ სხვა პრობლემები. მარტო წამოსვლით არაფერი გვარდება. რა პრობლემებს შეიძლება გადააწყდეს ქალი და როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს – რა თქმა უნდა, ამის ხაზიც გაგრძელდება” – განაცხადა დევდარიანმა თოქ-შოუ “სხვა შუადღესთან”

შეგახსენებთ, რომ ტელესერიალის მე–12 სეზონი 26 თებერვალს, ქალთა სოლიდარობის აქტით დამთავრდა.

ჩემი ცოლის დაქალები არის ფორმულა კრეატივის შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალი, რომელიც 2011 წლიდან ყოველ შაბათ-კვირას გადის რუსთავი2-ზე. სერიალი აღწერს ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვობის მეგობრების ცხოვრებას. ჩემი ცოლის დაქალები ეხება ქართული საზოგადოებისთვის აქტუალურ თანამედროვე სოციალურ პრობლემებს და საკითხებს, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისთვის არის საინტერესო.

artnews.ge