• თბილისი
  • 10°C
  • 23 თებერვალი, 2018
article

დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია

„ამ დღეების განმავლობაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, გონზეა, კონტაქტურია და ადეკვატურია,“- ეს განცხადება ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთა.

დოდო გუგეშაშვილს რამდენიმე საათში შვილის ცხედართან მიიყვანენ. სასულიერო პირის მეშვეობით ახლობლები  მხედრიონის ერთ-ერთ ყოფილ ლიდერს შვილის სიკვდილს სწორედ დღეს შეატყობინებენ.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები ამჟამად სტაბილურია. ის დელიკატური საკითხი და ემოციური ფონი, რაც შეიძლება დაღუპული შვილის თემის განხილვას ახლდეს, ყველა სახის ქმედება რაღაც სახის რისკებს ბუნებრივია, უკავშირდება, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მზად ამისთვის,“- განაცხადა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

ექიმების თქმით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი სახლში გადაყვანა, სადაც ნოდარ გუგეშაშვილია დასვენებული, შესაძლებელია, თუმცა ექიმები ასევე ამბობენ, რომ უფრო დამშვიდებულები იქნებოდნენ, რომ ის საავადმყოფოდან გაყვანის საჭიროება არ დამდგარიყო.

„ჩვენ უფრო დამშვიდებულები ვიქნებოდით, რომ ეს საჭირო არ ყოფილიყო,“- განაცხადა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ.