• თბილისი
  • 4°C
  • 18 იანვარი, 2018
article

ცოტნე გამსახურდია: მაინტერესებს, ერთმა პანკისელმა უხუცესმა მაინც თუ დაგმო მათი საქციელი?!

პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება პანკისის მოვლენებს:

"ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" იყო ერთერთი უსასტიკესი და უბნელესი წარმონაქმნი თანამედროვეობის ისტორიაში. პანკისის ხეობიდან იქ საბრძოლველად დაახლოებით ასამდე ახალგაზრდა იყო წასული, უმეტესი ნაწილი დაიღუპა. მაინტერესებს, ერთმა პანკისელმა უხუცესმა ინდივიდუალურად, თუ რომელიმე კოლექტიურმა ორგანომ თუ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და დაგმო მათი საქციელი, ან მოუწოდა კეთილგონიერებისკენ???

მესმის, რომ პანკისს აკლია ყურადღება, მძიმე ეკონომიკური პირობებია, სოციალური ვაკუუმია. ნახეთ, რა ხდება საქართველოს სხვა რეგიონებში.

აქ ხომ მხოლოდ ხელისუფლების ბღუჯამოყვარული სტომაქები და მათთან დაკავშირებული ბიზნესია მაძღარი! მაგრამ სად, ვის უნახავს ქისტების დისკრიმინაცია?! მეტიც, სწორედ იმას ვუწევ ანგარიშს, რომ ეთნიკურად ქართველები არ არიან, თორემ ქართველის შემთხვევაში უფრო მძიმედაც დავწერდი. რას აგორებთ აქ, ზოგი შეგნებული მოღალატე თუ "სასარგებლო იდიოტი"? ეს ახლაგაზრდა იმიტომ მოკლეს, რომ ქისტი იყო?!

ადრეც მითქვამს: განა ჩვენ ქისტებზე, ვაინახებზე ახლო ნათესავი გვყავს ვინმე? ქართველი რომ ყოფილიყო, სპეცოპერაციას არ ჩაატარებდენ?!" - წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.