• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

"მძიმე დიაგნოზი დამისვეს" - დედა სიდონია საზოგადოებას მიმართავს

დედა სიდონია თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჩემო ძვირფასებო, დღეს სამწუხაროდ, დამისვეს თვალზე საკმაოდ მძიმე დიაგნოზი და შესაბამისად ეკრანის ყურება ამეკრძალა გარკვეული ვადით ! (ოპერაციამდე). ღვთისწყალობით იმედი მაქვს მალე გამოვჯანმრთელდები და დაგიბრუნდებით, თუმცა არც მანამდე მიგატოვებთ უყურადღებოდ, რადგან ყველა თქვენს მონაწერს, კომენტარს თუ სტატუსს უპასუხებს ჩემთვის ნდობით აღჭურვილი პირი… ასე რომ ყველა ინფორმაცია მოვა ჩემამდე", – წერს დედა სიდონია.