• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

"მეწიგნე მიშამ თავი ჩამოიხრჩო დინამოს სტადიონთან... დღეს საღამოს"

ინტერნეტ მომხმარებელი ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში დღეს მომხდარი ტრაგედიის შესახებ წერს:

"დღეს მეწიგნე მიშკამ ჩამოიხრჩო თავი.

დინამოს სტადიონთან, წიგნების ბაზრობაზე, დახლებს შორის. 

იკივლეს ქალებმა, თავი გადააქნიეს კაცებმა... 

უხერხულად ავიტუზეთ სასკოლო წიგნების საყიდლად მისულები და ამ ამბავს შესწრებულები: ზოგს წიგნი შეგვრჩა ხელში, ზოგს - გადასახდელი ფული... 

ხანძარი რომ იყო, წიგნები დაეწვაო, ვალი ჰქონდაო, ჩვენსავითო, მეპროცენტემ მიაკითხაო და მისი წასვლის შემდეგ დახლების სიღრმეში ჩუმად შევიდა და და თავი ჩამოიხრჩოო 45 წლამდე კაცმა - მეწიგნე მიშკამ... 

ტიროდნენ ბაზრობის ქალები, უხმოდ იდგნენ კაცები და რაღაცნაირად სიჩუმე ჩამოვარდა უცებ: იმ სიჩუმეში, იმ ერთ წუთში თავის თავს სტიროდა ყველა, თავის ვალებს, თავის პრობლემებს, თავის ხვალეს... 

დღეს, საღამოს მოხდა ეს...."