• თბილისი
  • 8°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

15 ოქტომბრიდან საქართველოს მთელს ტრიტორიაზე წვიმა, თოვლი და ტემპერატურის დაცემაა მოსალოდნელი

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.