• თბილისი
  • 19°C
  • 18 ოქტომბერი, 2017
article

რა გახდა ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების მიზეზი?

ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ერთ-ერთი ქავჟარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. 

მსახიობის მეგობრების ნაწილი სუიციდის ვერსიას არ გამორიცხავს. მათი ინფორმაციით, ლიკა ქავჟარაძეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც არაერთხელ უცდია თავის მოკვლა.   

ქართველი მსახიობი 26 ოქტომბერს 58 წლის გახდებოდა. ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით. 1972 წლიდან მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ქავჟარაძემ განსაკუთრებული პოპულარობა თენგიზ აბულაძის ფილმში „ნატვრის ხე“ შესრულებული მთავარი როლით მოიპოვა.