• თბილისი
  • 18°C
  • 27 სექტემბერი, 2017
article

ლიბიაში სამი ქართველი მეზღვაური დააკავეს

ლიბიაში სამი ქართველი მეზღვაური დააკავეს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ლიბიაში დაკავებულ გემზე, ეკიპაჟის 11 წევრიდან სამი ქართველია.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, მამუკა ახალაძის ინფორმაციით, გემი 30 აგვისტოს დააკავეს ლიბიაში, თუმცა ამის შესახებ გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. 

ეკიპაჟის წევრები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მიმდინარეობს წინასასამართლო მოკვლევა. 

დაკავება, სავარაუდოდ, გემის ტვირთს უკავშირდება - არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობას. ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტროც და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება.