• თბილისი
  • 9°C
  • 22 თებერვალი, 2018
article

აფხაზეთში 3.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში 3.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. 

დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიწისძვრა საქართველოში ბოლოს 6 სექტემბერს ქალაქ დედოფლისწყაროში მოხდა. მისი მაგნიტუდა 4.1 იყო.