• თბილისი
  • 8°C
  • 23 ნოემბერი, 2017
article

სამხედროებს 625, ბორჯომის გამგებელსა და მის მოადგილეს 1250 - პრემირების მახინჯი სისტემა

თავდაცვის სამინისტრომ, იმ სამხედროებს, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში იყვნენ ჩართულნი, 625 ლარიანი პრემია დაურიგა. 

თავდაცვაში, ასეთი 1374 სამხედრო მოსამსახურე აღმოჩნდა.  

პარალელურად, პრემიით დაისაჩუქრეს თავი ბორჯომის გამგებელმა და მისმა მოადგილემაც.  

თუმცა, იმ სამხედროებისაგან განსხვავებით, რომლებიც სტიქიას უშუალოდ ებრძოდნენ, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა გაცილებით დიდი პრემია აიღეს.

შედარებისათვის: ბორჯომის გამგეობის 11 თანამშრომლის პრემირებისთვის ბიუჯეტიდან 10 150 ლარი გამოიყო. 

აქედან,  ყველაზე მეტი (1250-1250) გამგებლმა ყიფიანმა და მისმა პირველმა მოადგილე სვანიძემ გამოიწერეს.