• თბილისი
  • 18°C
  • 27 სექტემბერი, 2017
article

"ცოდნასთან ერთად ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, სარწმუნოება და კეთილი თვისებები"

ცოდნასთან ერთად ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, სარწმუნოება და კეთილი თვისებები, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას ბრძანა. 

"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ცოდნა. ცოდნის მიღება ეს არის ”ნათელი ქრისტესი”. ”ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა”. ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა იცოდეს, რომ ”ნათელი ქრისტესი” უნდა შევიდეს ჩვენში. ჩვენ გავუღოთ კარი და სარკმელი ჩვენი გულისა და გონებისა ”ნათელსა ქრისტესა”. ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენზე”, - განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ეკლესიური ახალი წელი და სასწავლო წლის დაწყებაც მიულოცა.