• თბილისი
  • 29°C
  • 23 სექტემბერი, 2017
article

"ქმრებს, თურქულ ბორდელებში გაშვებული ცოლების მიერ ნაშოვნი ფულით რომ იკვებებიან"

ჟურნალიტ ელისო ჯანაშიას ამ წერილს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ წერილს უცვლელად:

"ქართველი მამაკაცი არ აგკიდებიათ ქუჩაში და უკადრისი არასოდეს უკადრებია? რაღა ამ უცხოელებისა გახსოვთ მხოლოდ? 

კანონდარღვევას და უნამუსობას არც ეროვნება აქვს, არც სქესი, არც სარწმუნოება. ნებისმიერს შეუძლია ჩაიდინოს. ამისათვის გვაქვს სახელმწიფო, რომ დაგვიცვას. ამიტომ ხელისუფლებას მოთხოვეთ კანონის აღსრულება, ამისათვის ვუხდით მათ და ვინც უკანონოდ მოგექცათ, მიმართეთ სახელმწიფო ორგანოებს რეაგირებისთვის, აქ კი ნუ პოსტავთ ახლა ბრეგაძე-კორკოტასთან უნისონში: ირანელმა ტრაკზე მიჩქმიტა და თურქმა სექსი შემომთავაზაო. ზუსტად ანალოგიური რეაქციაა საჭირო თანამემამულისგან თუ მიიღებთ სექსუალურ შევიწროებას. თუ არ იმოქმედებს სახელმწიფო, ეს უნდა გააპროტესტოთ და არა მათი გაყრა მოითხოვოთ.

ქართველების უმრავლესობა რას სჩადის უცხოეთში, ხომ კარგად ვუწყით ისე, მორალისტო მარშისტებო? გამოიწვიეთ ისინი უკან - ევროპას რომ აწუხებენ და თავს გვჭრიან ყველგან თუ "ჩვენი ნაძირლები არიან?"

ისე, მაგ ცხენზე რომ რქა მიახატეთ, კი ადგას უმრავლესობა ქმრებს თურქულ ბორდელებში გაშვებული ცოლების მიერ ნაშოვნი ფულით რომ იკვებებიან და ეზოში დომინოს ურახუნებს დღედაღამე. ეგაა სირცხვილი და სჯობს, ქალის ნაშოვნით ცხოვრებას შეეშვათ, ტრაკი გაანძრიოთ - იშრომოთ და იმუშავოთ!" - წერს ელისო.