• თბილისი
  • 29°C
  • 23 სექტემბერი, 2017
article

"კორკოტა და მისი რაზმი ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრება თათია დოლიძეს"

გია კორკოტაშვილის და "ქართველთა მარშის" სხვა ორგანიზატორების კომენტარებს სოციალურ ქსელში, თათის დოლიძის მისამართით, ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი:

"ბ-ნი კორკოტა და მისი რაზმი ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრება მის ერთერთ კრიტიკოს ქალს - თათია დოლიძეს. 

ვითარება იმდენად ცალსახაა, რომ ბევრს არ დავწერ - ეს ის ხალხია, ქართველ ქალებს უცხოელებისგან რომ "იცავს". 

ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ საქართველოს ხელისუფლება არ იმოქმედებს კანონის შესაბამისად, კორკოტას და მისი რაზმის თანამზრახველად ჩაითვლება." - წერს ჩერგოლეიშვილი.