• თბილისი
  • 35°C
  • 22 აგვისტო, 2017
article

პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი უდანაშაულო აღმოჩნდა

პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი, რომელიც ბელგიის პოლიციას ჩაბარდა, უდანაშაულო აღმოჩნდა. ინფორმაციას ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

"ამჟამად, არ გაგვაჩნია არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ტერაქტის კვალი ბელგიისკენ მოდის", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება კაცს, სახელად უსუფი, რომელიც ანტვერპენის პოლიციაში გამოცხადდა, თავდასხმის დროს სამსახურში იმყოფებოდა. სავარაუდო დამნაშავის სახლის ჩხრეკის დროს, პოლიციამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა. 

 სამართალდამცველების ცნობით, ადამიანი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ლიკვიდირებულია. როგორც გაირკვა, ის ცნობილი იყო სპეცსამსახურებისთვის, როგორც რადიკალი ისლამისტი. მეორე თავდამსხმელმა კი გაქცევა მოახერხა.

ტერაქტი 20 აპრილს, საღამოს, ელისეს მინდვრების ქუჩაზე მოხდა.