რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი11°-19°
  ქუთაისი15°-26°
  ბათუმი14°-20°
"ჩემი დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, გამაუპატიურა... სახლში ჩაკეტილიც ვყავდი"

14:05 20.04.2017
["პრესა.ჯი"]
გვერდი "რა მოხდა ქუჩაში" 30 წლის ნათია ხარატიშვილის ისტორიას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ეს ისტორია ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, როდესაც 16 წლის ვიყავი, სკოლის მოსწავლე. მე რაც გამოვიარე, ადევნება-თვალთვალის ალბათ კლასიკური მაგალითია. ვიღაც ტიპი პერმანენტულად უკან დამყვებოდა, ეს იქნებოდა სკოლისკენ მიმავალი გზა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სახლიდან გამოსულს თუ დამინახავდა, მაშინვე ჩემს შორიახლო გაჩნდებოდა ხოლმე. ამას აკეთებდა პერიოდულად, ხანდახან თვეში ერთხელ, ხანდახან სამი თვეც არ ჩანდა. ერთი უბნელები ვიყავით და ჩემი უკან დევნა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ხან მიზანმიმართულად იდგა და ელოდა, როდის გავივლიდი სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე, ხანაც შემთხვევით შემეფეთებოდა და ასე ამედევნებოდა ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ავტობუსში დედასთან ერთად ავსულვარ და იქაც ამომყოლია, ჩამოსულს კი ჩამომყოლია. უტიფარი მოშტერება იცოდა. ერთხელ, საიდანღაც ჩემი ტელეფონის ნომერი გაიგო და მომწერა კიდეც. მწერდა, რომ მისთვის ძალიან სასურველი ქალი ვიყავი, როგორც ამბობდა, ისეთი ფორმები მქონდა, რომ მას შემდეგ, რაც პირველად მნახა, ჩემი დავიწყება ვერ შეძლო. დეტალურად აღმიწერა, ჩემი პირველი დანახვისას რა მეცვა, და რომ ჩემი მკერდი განსაკუთრებით იზიდავდა. ამასობაში, სკოლის პერიოდი დასრულდა. ცნობისმოყვარეობის გამო, ამ ადამიანს ერთხელ შევხვდი კიდეც. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა ჩემთვის უკიდურესად უსიამოვნო იყო. ამასობაში, ბევრი მოვლენა მოხდა: ქორწინების მიზნით გატაცება, რის გამოც ჩემი ცხოვრების 2-3 თვე დავკარგე... გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც კი გაიგო, რომ თავისუფალი ვიყავი, ამ ადამიანმა დევნა და თვალთვალი განაგრძო, იგივე მეთოდებით. აღარც არასრულწლოვანი ვარ, აღარც სკოლის მოსწავლე, აღარც - „გათხოვილი“. ამიტომ, ჩემთან დაკავშირებით უფრო გათამამდა - მე ხომ უკვე "ჩამოლაბორანტებულის“, „განათხოვარის“ სტატუსი მქონდა. შორიდან მაკვირდებოდა, შემდეგ ამედევნებოდა, ვისთანაც ერთად არ უნდა ვყოფილიყავი, შემდეგ სახლამდე ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით უკან მომყვებოდა, და ასე გაუთავებლად. ისეთი ტიპი იყო, რომ არავის ენახვებოდა. სავარაუდოდ, თავს იზღვევდა იმისგან, რომ მისი ვინაობა ან საცხოვრებელი ადგილი არ გამეგო. წლების მანძილზე ასეთი ქცევით, მან საკუთარი თავის რაღაცნაირი „გასაიდუმლოება“ შეძლო. მასთან პირადი კომუნიკაციის ძალზე იშვიათ შემთხვევებში, მუდმივად მაფრთხილებდა, რომ მის შესახებ არავისთან არაფერი მეთქვა. მისი ადევნებები თითქოს გარკვეული თავშეკავებითაც ხასიათდებოდა - უნდოდა, დაემტკიცებინა, რომ „კარგი ტიპი“ იყო. 

ერთხელაც, როდესაც ტელეფონით შეხვედრა მთხოვა, დავეთანხმე. არ ვიცი, ეს რა იყო - ამ ადამიანის მიმართ არასოდეს იოტისოდენა ინტერესიც კი არ მქონია. ამდენი წლის ჯიუტ დევნას ჩემს ფსიქიკაზე უკვალოდ არ ჩაუვლია და მასთან შეხვედრის მიზეზი ალბათ ამ ყველაფრის გარკვევის სურვილი იყო. 

შეხვედრა გარეთ, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ უცებ დამირეკა და მითხრა, რომ სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო და მახლობლად მდებარე კორპუსის მისამართი მომცა. დავურეკე, რომ მის კორპუსთან ვიყავი, მაგრამ ახლა სართული დამისახელა, რომელზეც უნდა ავსულიყავი. შიშის გრძნობა არ მქონია, არც მიფიქრია, რომ მასთან ასვლა შეიძლება გარკვეული საფრთხის შემცველი ყოფილიყო. თავიდანვე ვერ განვსაზღვრე, რომ ეს დაჟინებული ადევნებები ცუდის მომასწავებელი იყო. ამიტომ, დასახელებულ სართულზეც ავედი. სახლში შესულმა ფოტოალბომი მომაჩეჩა და მითხრა, რომ სულ მალე მზად იქნებოდა და კაფეში გავიდოდით. 

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იმ დღეს, ჩემი დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, გამაუპატიურა. როგორც აღმოჩნდა, სახლში ჩაკეტილიც ვყავდი. გარეთ მხოლოდ ჩემი დაჟინებული და ისტერიული მოთხოვნის შემდეგ გამიშვა - არა იმიტომ, რომ ჩემს მდგომარეობაზე დარდობდა, არამედ იმიტომ, რომ შეეშინდა. მოასწრო და იმაზეც გასაგებად მიმანიშნა, რომ ამის შესახებ არ უნდა მელაპარაკა. ამ ამბიდან მხოლოდ 11 წლის შემდეგ ვნახე. ისევ ამედევნა, გარკვეულ მანძილზე გამომყვა. 

წლების მანძილზე, წინა ხელისუფლების დროს, ეს ადამიანი საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი იყო. შეიძლება ითქვას, რომ მას არც ამჟამინდელი ხელისუფლება „უწყრება“ და ახლაც გავლენიანი პირია. მას ყოველთვის ეგონა და დღემდე ჰგონია, რომ იმ ყველაფრის უფლება აქვს, რაც ჩემ მიმართ წლების მანძილზე ჩაუდენია. იგი ამას ძალიან მარტივად აღიქვამს: ამაში არაფერი არ „ტეხავს“, შეუძლია, ნებისმიერ ქალს აედევნოს და შემდეგ რაღაც ინტრიგები ჩაუხლართოს, თავისი მაჩოური მიხრა-მოხრა აჩვენოს... არადა, ერთი შეხედვით, ეს ამბავი სრულიად უწყინრად დაიწყო - ქუჩაში დისტანციურად ადევნებით. პირადად მე, ძალიან ბევრი წლის მანძილზე, ამ ამბის შესახებ არავისთან ხმა არ ამომიღია. დიდი ტრავმა იყო, მაგრამ მასთან გამკლავება საკუთარი ძალებით შევძელი. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც 2001-ში, 2003-ში და 2015-შიც ერთსა და იმავეს აკეთებს - უკან დაგყვებათ ან გზაზე გხვდებათ და გამუდმებით გითვალთვალებთ.

ამ ფაქტიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ გავაანალიზე, რომ ეს ყველაფერი მძიმე პრობლემა იყო. მივხვდი, რომ ჩემნაირად, ამ თვალთვალ-ადევნებებით ძალიან ბევრი გოგო შეიძლება შეწუხებულიყო და არა მხოლოდ უბრალოდ შეწუხებულიყო - ასეთ მოვლენებს ხომ გამოვლინების უამრავი ფორმა შეიძლება ჰქონდეს. სრულიად ადვილი შესაძლებელია, რომ ამგვარი შემთხვევის შედეგად, შეწინააღმდეგების შემთხვევაში, მსხვერპლის სიცოცხლეც შეეწიროს…

ნათია ხარატიშვილი, 30 წლის."
ბეჭდვა  
კომენტარები:
2017-04-20 15:08:21
საკუთარი ფეხით სახლში მიხვედი ვიღაც ტიპთან, რომელსაც არ იცნობდი?

რატომ სახელს და გვარ2017-04-20 15:29:45
რატომ მის სახელს და გვარს ატ აფიქსირებთტ?? შესაძლებელიაა მან სხვაც გააუბეფუროსს ის ხომ მანიაკიაა და ის ხომ მის თანამდებობას იყენებს ცუდათ და ამოფარებულიაა თავის სკამს სახელს და თანამდებობასსს....და შენ რატომ ის ვერ გაითავისე რომ სახლში დაგიბარა სართული მიგინიშნაა მას რომ სიკეთე არ ქონდა ჩაფიქრებული შენთვისს და ცუდს გიმზადებდაა...ადექი და მისი სახელი გამოააშკარავე და მიაწვდინე საზოგადოებას რომ ის ატის მანიაკიიი..



2017-04-20 15:31:09
Ra sisuleleaaa kaitra:D

კობა2017-04-20 15:37:03
არასამთავრობო ორგანიზაციის დასახელება დაგავიწყდათ, ვისი შეკვეთითაც მოიგონეთ ეს ზღაპარი... ეტყობა გრანზე ჩალიჩობენ და თემა სჭირდებათ..

megreli2017-04-20 17:05:03
ra sisulelea anda tqvenc rom ar gnominated mastan ar mixvidodit magram atexili iyavit

ანა2017-04-20 18:17:46
Tuki gagaupatiura da dzala ixmara kriminalia da unda gasamartldes. Saxelis ar tkmas da ak statiis gamokveknebas ra azri akvs? vis icav amit? Da amdeni celi ras elodi? susulelis bodvaa iseve rogorc sxva mravali rac ak kvekndeba.

2017-04-20 19:17:22
კი მაგრამ რას მოითხოვს?!როცა არასრულწლოვანი იყო მშობლებისთვის ეთქვა, როცა სრულწლოვანი გახდა პოლიციისთვის, თუ თანამდებობის პირი იყო, სავარაუდოდ შეეშინდებოდა და ჩამოეცლებოდა! ან სრულწლოვანი გათხოვილი ქალი იმას ვერ უნდა მიხვდეს, ქუჩიდან კორპუსთან რომ მიიყვანა, კორპუსიდან სართულზე და სართულიდან ბინაში, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო?! მაინც რას ელოდა სხვას?!მანიაკები არსებობენ და საჭიროა სიფრთხილე, უცხოს რომ ბინაში შეყვები და თანაც სრულწლოვანი,ან ყველაფერი სულერთია შენთვის ან იდიოტი ხარ!

2017-04-20 21:42:17
ჭპრწჯტ???????

ალიკო2017-04-20 22:03:37
დახვდი და მჟავა შეასხი
მართლა გეუბნები

ალიკო2017-04-20 22:04:11
არაფერი მოუვა.ჩვენ კი მივხვდებით ვინაა.

tbiliseli2017-04-20 23:27:29
რა დებილი უნდა იყო ქალი ვერ ხვდებოდე რას აკეთებდე.

2017-04-21 08:20:43
რას ბოდიალობ,თუ იცი შენ?თანამდებობის პირიო,თან მაღალიო და შენ დაგდევს ქუჩაში? საათობით?კაი რაა..

2017-04-21 09:50:25
ხომ შეიძლებოდა მოეკალი?

2017-04-21 09:52:50
ამდენი წლის განმავლობაში თუ დაგდევდა როგორ არ დაინტერესდი რა უნდოდა?
ბრიყვი უნდა იყო ასეთი რაღაცა დაგემართოს

ბესამე2017-04-21 09:59:01
ვაი შენს პატრონს.

2017-04-21 15:55:28
მისი სახელი და გვარი დაასახელე და დაგიჯერებთ.
თუ არადა, გაიარე.

2017-04-21 18:26:50
ნჰგჯკლკგბგ

ჭიჭიკო2017-04-22 18:35:40
შე ძუკნავ ცარიელ სახლში რომ მიდიოდი აკიდებულ კაცთან ესე იგი გინდოდა რომ მოეტყანი და მერე ცოლად წაეყვანე მარა არ ჩაგივიდა ფეხი კალოშში

მე2017-04-23 17:29:01
რამდენი იდიოტია ამ ქვეყანაზეეეე.

ჰა2017-04-23 20:54:50
ტყემალაძე იქნებოდა ეგ, ზურა... სულ ვფიქრობდი, სექსმანიაკია თქო :D

კატო2017-04-25 09:26:36
ამას , ისევ კომბლეს ზღაპარი ჯობდა :D
საიდან იგონებთ ამ იდიოტობებს , ან ფანტაზია არ გაქვთ, ან ტვინი ? :D :D

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
თქვენი აზრით, ქვეყანაში მძიმე დანაშაული:
  
ტოპ ათეული
1. "გაავრცელეთ!!! ბევრმა არც კი იცის!!! არადა ძალიან სასარგებლოა"
2. რა დაწერა 4 შვილის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში?
3. "საბოლოოდ მოვეფერები შენს გაყინულ ხელებს" - ეკა ყურშიტაშვილის სევდიანი წერილი
4. „რის მეოთხე სტადია, რა მეოთხე სტადია“ - გია მაისაშვილის ეს წერილი ძალიან გაგახარებთ
5. პარანორმალური მოვლენა და შეშინებული მოსახლეობა - რა ხდება შამგონაში? (ვიდეო)
6. "ეს წაიკითხეთ ყველამ, ვისაც ბანკების კრედიტები გაქვთ"
7. "15 წლის სკოლის მოსწავლე 40 წლის ბაბულიკამ გააუპატიურა... რეაქცია ნული"
8. "ხალხო, წაიკითხეთ! შოკი მაქვს! სახლების ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა"
9. „თან მღეროდა და თან ცრემლები მოსდიოდაო. ასე სცა პატივი პუბლიკასაც, შვილსაც და პროფესიასაცო“
10. 112-ის ოპერატორის სწრაფმა რეაგირებამ 24 წლის გოგონა სუიციდისგან იხსნა
სარეკლამო ადგილი - 83
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901